ISNUMBER
ფორმულის სახელი:
- ISNUMBER
ფორმულის ტიპი:
- ინფორმაციული
ფორმულის აღწერა:
- გვეუბნება უჯრა (ან მნიშვნელობა) ექსელის მიერ აღქმულია თუ არა რიცხვად
ფორმულის მოწყობა:
- =ISNUMBER(value)
ფორმულის არგუმენტები:
value – მნიშვნელობა, უჯრა
ამ ფორმულაში შეგვაქვს მნიშვნელობა ან ერთი უჯრა და თუკი შეტანილი მნიშვნელობა იქნება რიცხვი ან მითითებულ უჯრაში ეწერება რიცხვი, მაშინ ფორმულის პასუხი იქნება True ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში False.
მაგალითი
მაგალითების მიხედვით, როდის აღიქმება ექსელის მიერ უჯრა რიცხვად:
- როცა უჯრაში წერია მხოლოდ რიცხვი
- რაცა უჯრაში წერია თარიღი ან დრო
- როცა უჯრაში წერია ფორმულა რომლის პასუხიც არის რიცხვი
თუკი უჯრაში წერია წილადი რიცხვი, მიუხედავად წილად რიცხვში გამოყენებული სასვენი ნიშნისა (წერტილი), რომელიც გამოყოფს რიცხვის მთელ ნაწილს წილადი ნაწილისაგან, უჯრა მაინც რიცხვი რიცხვად აღიქმება, რაც არ ხდება მძიმის შემთხვევაში.
მსგავსი სტატიები